ს ტ ა ჟ ი რ ე ბ ა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს ანაზღაურებადი
სტაჟირების პროგრამას საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით
კონკურსის ტიპი: ანაზღაურებადი სტაჟირება
თანამდებობრივი სარგო: 640 ლარი
განაცხადის წარდგენის ვადა: 6 მაისიდან 17 ივნისის 18:00 საათამდე
სტაჟირების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისისა და რეგიონული დანაყოფები
ვაკანსიის რაოდენობა: 15 - ინსპექტორ-გამომძიებელი/ოპერატიული თანამშრომელი
საკონკურსო განაცხადი:
სტაჟიორი (ინსპექტორ-გამომძიებელი/ოპერატიული თანამშრომელი)
საკონკურსო თემატიკა:
✓ საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“;
✓ საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“;
✓ საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
✓ საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
✓ საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“;
✓ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის № 790 ბრძანება
კონკურსის ეტაპები:
✓ პროფესიული ტესტირება;
✓ ზოგადი უნარების ტესტი;
✓ გასაუბრება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
✓ განათლება: უმაღლესი იურიდიული; ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირება, საჯარო
ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა, სოციალურ და პოლიტიკური
მეცნიერებები;
✓ ასაკი: 21-30 წელი;